ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო „ლექსო არ დაიკარგები“
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო „ლექსო არ დაიკარგები“ დაარსდა 2008 წელს და იმართება ყოველწლიურად. საღმოში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მელექსეები და ავტორმთქმელები, ასევე ხალხური სიმღერის და ცეკვის ავთენტური შემსრულებლები. 2018 წელს, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამოზე „ლექსო არ დაიკარგები“ დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგებიან საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის (2015-2016) გამარჯვებულები და ის რამდენიმე დებიუტანტი ინდივიდი, რომლებიც მაყურებლებს პირველად გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას. ღონისძიების აღდგენიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები - ოსები, აფხაზები, ქართველი ებრაელები, აზრბაიჯანელები, სომხები, ქურთები, იეზიდები, ასირიელები, რუსები. წლევანდელი საღამო ასევე გამორჩეული იქნება ვინაიდან, საზოგადოების წინაშე წარდგებიან ლაზები და თუქეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები.