14729347_268253793576084_487402044833936497_n

,,ვარიაციები თემაზე ძველი თბილისი“

20 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერის ნინო არევაძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით - „ვარიაციები თემაზე ძველი თბილისი“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავეჯისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ნამუშევრები შექმნილია ძველი თბილისის არქიტექტურის, კერძოდ კი - ხეში ნაკვეთი ორნამენტული დეტალებისა და სადარბაზოების ფერწერული შემკულობის შთაგონებით. ნამუშევრები ძირითადად ხეშია შესრულებული ხოლო რამდენიმე სინი და ზარდახშა ხელითაა მოხატული.
გამოფენის იდეა ყალიბდებოდა დიდი ხნის მანძილზე, ხოლო ნამუშევრები შეიქმნა თბილისის ხის საამქროებში ბოლო 6 თვის განმავლობაში, დიზაინერის უშუალო ზედამხედველობით. გამოფენა საინტერესოა თავისი არსითა და იდეით, ასევე ავტორის ინდივიდუალური ხედვის თავისებურებით.
პროექტის სრული მხარდაჭერა უზრუნველყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე და გაგრძელდება 27 ოქტომბრამდე.