22291113_1984467885102290_3543782944845217828_o

ექსპედიცია ცაგერში

2-6 ოქტომბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები, - ეთნომუსიკოლოგები ნანა ვალიშვილი და თეა კასაბური, ფოტოგრაფი გიორგი მექვაბიშვილი და მძღოლი ნიკოლოზ ირემაშვილი, - იმყოფებოდნენ ცაგერში, ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის, ფონდ „ქართული გალობის“ ნომინანტის, რაფიელ კოპალიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მონოგრაფიისათვის მასალების მოსაპოვებლად. რაფიელ კოპალიანი ფონდმა „ქართულმა გალობამ“ 2017 წელს დააჯილდოვა ნომინაციაში - „ქართული ფოლკლორის მოამაგე“.

ექსპედიციამ მოიპოვა საინტერესო საარქივო ფოტო და დოკუმენტური მასალები რაფიელ კოპალიანისა და ლეჩხუმელი მომღერლების ოჯახებში, ჩაიწერა ინტერვიუები უშუალოდ რაფიელ კოპალიანისა და მისი მეუღლისაგან, რაფიელის ანსამბლის წევრებისაგან, სხვა ლეჩხუმელი ეთნოფორებისა და კულტურის სფეროს მუშაკებისაგან. მოპოვებული მასალა ჩაბარდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს.


მონოგრაფია მომავალ წელს ფონდ „ქართული გალობისა“ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლობით გამოიცემა.