11-დან 16 სექტემბერდე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში კომპლექსური ექსპედიცია მოეწყო. პროექტის "ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნიმუშების დაფიქსირება - საარქივო მასალების შექმნა" ფარგლებში დარგობრივ სპეციალისტთა ჯგუფი მუნიციპალიტეტს უკვე მესამედ ეწვია. ამჯერად სპეციალისტებმა ადგილობრივების ყოფაში დღემდე შემონახული ზეპირსიტყვიერი და ხალხური რეწვის ნიმუშები შეაგროვეს დადააფიქსირეს.
ექსპედიციის პარალელურად, ფოტო-ვიდეო დოკუმენტალისტმა გივი ნახუცრიშვილმა შუახევის ტრადიციების ამსახველი დოკუმენტური ფილმისათვის მასალა გადაიღო. ექსპედიციის წევრები იყვნენ: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე, ტრადიციული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების კოორდინატორი გურამ გაბაშვილი და შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელი ლოლიტა სურმანიძე. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
სამუშაო ჯგუფის წევრებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში კოორდინაცია გაუწიეს კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა.