36710749_10209740540070583_5390171445240266752_n

ექსპედიცია ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში

3-5 ივლისს საქართველოს ფოლკლორის სახემწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე მივლინებული იყო  ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ექსპედიციის მიზანი:  ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის   საღამოსათვის მასალების მოძიება, მთქმელებისა და ავტორმთქმელების გამოვლენა.  ეთერ თათარაიძემ მოიარა შემდეგი სოფლები ჯუღაანი, სანიორე, ართანა, ფშაველი, ლალისყური (თელავის რ-ნი); საკობიანო, დუისი, ჯოყოლო, კუწახტა, მატანი (ახმეტის რ-ნი); გრემი, ალმატი, ენისელი. ეროვნული უმცირესობებით - დაღესტნელებით - დასახლებული სოფლები: ჩანტლიყური და სარუსო (ყვარლის რ-ნი). ამ სოფლებში ზედმიწევნითაა დაცული დაღესტნული წესჩვეულებები

სამომავლოდ   ხალხური პოეზიის მონაწილეთა შორის იქნებიან: პანკისელი ქისტები, რომლებიც  თავიანთი ეროვნული რეპერტუარიდან წარმოადგენენ ფოლკლორულ-ისტორიულ  ნარატივს. ანსამბლი ,,აზნაში” შეასრულებს ეროვნულ ცეკვებსა  და საგალობლებს...

მივლინება კახეთის რეგიონში გრძელდება