1239807_1482050932010657_1275870888_n

ექსპედიცია ყაზბეგში

20-30 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე და ფოლკლორისტი ამირან არაბული იმყოფებოდნენ ყაზბეგის რაიონში. მათ წიგნისათვის - „მოხეური ზეპირსტიყვიერება“ (გამოიცემა 1937 წელს ხევში ჩაწერილი და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული მასალების მიხედვით) მოიძიეს ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ჩანაწერები და შეადარეს ფოლკლორის ცენტრის არქივის ნიმუშებს. ასევე მოიპოვეს ამ მასალების ჩამწერ პირთა,- მარო ხუციშვილის, გრიშა მარსაგიშვილისა და სიმონ გუჯარაიძის,- ბიოგრაფიები, ფოტოები და, საერთოდ, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ხევის ყოფა-ცხოვრების ამსახველი მასალები.
ექსპედიციამ ნაყოფიერად იმუშავა:მუზეუმსა და კერძო კოლექციებში მოიძია 300-მდე ძველი ფოტოსურათი; მოიარა ხევის თითქმის ყველა სოფელი; დააფიქსირა მატერიალური კულტურის ძეგლები , ხედები, პეიზაჟები, საფლავის ქვათა მოხატულობა, მუზეუმის ფონდებში დაცული ფოლკლორული მასალა.
ექსპედიციის მიერ მოპოვებული დიდი რაოდენობის წერილობითი და ვიზუალური მასალა, თემატურად დალაგებული და სკანირებული, ჩაბარდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს.
ამჟამად გრძელდება მუშაობა თბილისში მცხოვრებ მოხევეთა ოჯახებში დაცული მასალების დასაფიქსირებლად,მოძიებულთან შესადარებლად და შესაჯერებლად.
პროექტი დააფინანსა საქართველოს კულტურისა და ძეგლტა დაცვის სამინისტრომ.