12-20 ივლისის ჩათვლით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „უძველესი ქართული ხალხური ცეკვის ნიმუშების დაფიქსირება-საარქივო მასალების შექმნა“ . პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ექსპედიცია იმყოფებოდა ქვემო სვანეთში. ექსპედიციის წევრები: უჩა დვალიშვილი (ხელმძღვანელი), მაია ჩოკოშვილი (ასისტენტი), გიორგი ასიტაშვილი (ვიდეორეპორტიორი), ზურაბ ლიპარტელიანი (მეგზური).
ექსპედიციის მიზანი იყო ქვემო სვანეთში მივიწყებული სვანური ფერხულებისა და ცეკვების მოძიება-შესწავლა და დაფიქსირება.ექსპედიცია იმყოფებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ლაშხეთის თემი - ჟახუნდერი, ჩოლურის თემი -თეკალი, ბაბილის თემი - აშარი, ხელედის თემი - წანაში, ლენტეხის სარაიონო ცენტრში ექსპედიციამ ჩაიწერა ლენტეხის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ლაგუშედა“ და ანსამბლი „ლილე“. ასევე გაეცნო და დააფიქსირა ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მასალები, ფოტოები და დოკუმენტები. ექსპედიციამ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს ჩააბარა: ექსპედიციის დღიური, 13 საათიანი DVD, 4,03 GB ფოტომასალა, 6, 39 GB აუდიომასალა და 8.27 GB ვიდეოფირი
16 ივლისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში მორიგი ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. ამჯერად ფოლკლორის ცენტრმა ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ „იავნანას“ უმანპინძლა (ხელმძღვანელი გიორგი სუხიშვილი). „იავნანა“ უკვე ექვსი წელია არსებობს. „იავნანამ“ საქართველოს სხვადასხვა კუთხის 10 სიმღერა შეასრულა.