10259024_1497267010489049_5115358198388156368_n

ექსპედიცია ქვემო რაჭაში, ქალაქ ამბროლაურსა და მის სოფლებში

15-19 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ქვემო რაჭაში, ქალაქ ამბროლაურსა და მის სოფლებში. ექსპედიცია ორ ჯგუფად დაიყო და ორი მიმართლებით იმუშავა. პირველმა ჯგუფმა ანსამბლ „საგალობლისა“ და მისი ხელმძღვანელის როსტომ გოგოლაძის მონოგრაფიისათვის მომღერალთა ოჯახებში, კერძო კოლექციებში, კულტურის ცენტრის არქივში მოიძია ბიოგრაფიული, დოკუმენტური და ფოტომასალები (100-მდე ფოტო), გადაიღო ფოტოები (500-მდე ფოტო), გადაიღო 5-საათიანი ვიდეო მასალა, ჩაიწერა მოგონებები და აუდიოინტერვიუები (5-6 საათი). მეორე ჯგუფი გაეცნო ქვემო რაჭის სულიერი და მატერიალური კულტურისა და ყოფის დღევანდელ მდგომარეობას. ამისათვის იმუშავა ამბროლაურის რაიონულ ბიბლიოთეკასა და ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, დააფიქსირა ზეპირსიტყვიერების ნიმუშები (80 გვერდი) და ებრაულ-სომხური ლიტერატურა (5 წიგნი). ზემობუგეულში მოიძია 148 უძველეს ფოტოსურათი; ვიდეოფირზე აღბეჭდა შეხვედრები ადგილობრივ მთქმელებსა და ავტორმთქმელებთან (სოფლები: სიმი,ზემო ბუგეული, კვაცხუთი, ხვანჭკარა, ონი, ამბროლაური).