1620899_1486045284944555_2280845855005789504_n

ექსპედიცია სამეგრელოში

10 -11 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მუსიკოლოგიის დოქტორი ნინო მახარაძე და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლები - არჩილ ბურჭულაძე, უჩა პატარიძე, ნუკრი ირემაშვილი იმყოფებოდნენ ზუგდიდში.
ექსპედიციის შედეგად, კომბინირებული წესით დაფიქსირდა სასიმღერო (ხმიერი და ხმიერ-საკრავიერი) ნიმუშები და საგალობლები (სამივე ხმას პოლიკარპე ხუბულავა ასრულებს). გამოჩენილი ლოტბარი ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცემულ მეგრული სიმღერის სასწავლო დისკებზე სხვა შემსრულებლებთან ერთად მღერის, ხოლო 1970-იან წლებში სსრკ კომპოზიტორთა კავშირის ფოლკლორული კომისიის მიერ ჩაწერილი ფირები ამჟამად ქართული მხარისათვის მიუწვდომელია. გარდა ამისა ექსპედიციამ ფირზე აღბეჭდა ლოტბარის მიერ ზუგდიდის ვეტერანების ანსამბლთან, ანსამბლებთან - „ჩელასა“ და „ოდოიასთან“ - ერთად შესრულებული ნიმუშები. მოიპოვა საარქივო და დოკუმენტური მასალები.
ჩაწერილი და მოძიებული მასალები ფოლკლორის ცენტრის არქივს ჩაბარდა.
ექსპედიცია მიეძღვნა ქართული ტრადიციული მუსიკის შემსრულებელს, გამოჩენილ ლოტბარს პოლიკარპე ხუბულავას, რომელსაც ამა წლის 18 აგვისტოს 90 წელი უსრულდება.
2014 წელს ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილია მრავალი ღონისძიებება, მათ შორის, აუდიოალბომიანი მონოგრაფიის მომზადებაც.