2015 წლის, 13 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ექსპედიცია გაემგზავრა კახეთის რეგიონში. სწორედ კახეთის რეგიონიდან დაიწყო მასშტაბური პროექტის განხორციელება - „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების მოძიება-დაფიქსირება".
ექსპედიცის წევრები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი - ცისანა მარინდაშვილი, ფოლკლორის ცენტრის პროექტების მართვის ხელმძღვანელი - სოფიო ლობჟანიძე, საგამოფენო დარბაზის მენეჯერი - მია ნოზაძე.
