2007 წლის თებერვალი-მარტი - ზეპირსიტყვიერების მიმართულების ექსპედიცია კახეთის რეგიონში : სოფელი ქვემო ქედი; ახმეტა; სოფელი საკობიანი, თელავი, სოფელი ლეჩური, გულგულა; გურჯაანი, სოფელი ბაკურციხე; საგარეჯო, სოფელი ნინოწმინდა.
ექსპედიციის მიზანი - ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის მონაწილეთა შერჩევა.
ექსპედიციის შემადგენლობა: ეთერ თათარიძე - საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი
ამირან არაბული - ფოლკლორისტი
ზემოთ აღნიშბულ სოფლებში გადაღებულ იქნა ფოტომასალა. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს გადაეცა 150 ფოტოსურათი.
