12016125_815829275182614_846964704_o

ექსპედიცია თურქეთში

16-22 სექტემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა ფოლკლორული ექსპედიცია: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძის, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის ანზორ ერქომაიშვილის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელის უჩა დვალიშვილისა და ვიდეოოპერატორის ნიკოლოზ გოგაშვილის შემადგენლობით.

ექსპედიციამ მოიარა გოლჯუკის მხარის რამდენიმე ქართული სოფელი და თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისგან - ჩვენებურებისაგან - ჩაიწერა და დააფიქსირა (აუდიოჩაწერა, ფოტო-ვიდეო გადაღება) მრავალი ფოლკლორული და ეთნოგრაფიული ნიმუში - სიმღერები, ცეკვები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.

ექსპედიცია მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით.