16 სექტემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი, ანსამბლ „რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ფოლკლორის ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი და ვიდეო ოპერატორი ნიკოლოზ გოგაშვილი ექსპედიციაში გაემგზავრნენ თურქეთში, ქალაქ ბურსაში.
ექსპედიციის მიზანი: „ თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისგან ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული, საკრავიერი და ქორეოგრაფიული ნიმუშების დაფიქსირება - საარქივო მასალების შექმნა".
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ.
ექსპედიცია საქართველოში 22 სექტემბერს დაბრუნდება