^7AD15901BB47D7E1A2A0E6A5B2B6279FB0388A3FC15BACB4FD^pimgpsh_fullsize_distr

ექსპედიცია ახმეტაში

10  თებერვალს   საქათველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე, რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსი თამარ ახობაძე, ოპერატორი ნიკა გოგაშვილი და მძღოლი ნუკრი ირემაშვილი იმყოფებოდნენ ახმეტის რაიონის სოფ. საკობიანოში გაბრიელ გარაშვილის ოჯახში მომავალ ფილმზე სამუშაოდ.
გაბრიელ გარაშვილი დაიბადა 1929 წელს.
ცხოვრობს ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში.
გაბრიელის (ფარხას) ლექსები დაბეჭდილია ფოლკლორის სახელმწოფო ცენტრის მიერ  გამოცემულ კრებულში.
2016 წელს, საქართველოს  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით
გამოსცემს გაბრიელ გარაშვილის ლექსების რჩეულს.