10305260_1501013770114373_2968274606926181591_n

ექსპედიცია აბაშაში

27-28 მაისს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლები: ნანა ვალიშვილი, თამარ ახობაძე და ნუკრი ირემაშვილი მივლინებული იყვნენ აბაშაში.
მიუხედავად მოკლე დროისა, ექსპედიციამ ნაყოფიერად იმუშავა: მოიძია და ჩაიწერა მნიშვნელოვანი მასალები.
სოფელ ონტოფოში 87 წლის სულიკო ჟვანიასაგან ჩაიწერა სხვადასხვა საკრავზე (გიტარა, გარმონი, მანდოლინა, ფანდური, ჩონგური) შესრულებული სიმღერები. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უახლოეს მომავალში გეგმავს ანსამბლ „ჰარირას“ დისკის გამოცემას, ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ვალიშვილმა ანსამბლ „ჰარირას“ წევრებს კონსულტაცია გაუწია რეპერტუარის შერჩევის, დახვეწისა და შემრულებლობის შესახებ. ექსპედიციამ ჩაიწერა საინტერესო ისტორიები ცნობილი ლოტბარების (მათ შორის ნოკო ხურციას) შესახებ. აბაშის კულტურის სახლის თანამშრომლებმა ფოლკლორის ცენტრს არქივს გადმოსცეს მათ მიერ მოძიებული და ჩაწერილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, ვიდეოფირები და ხელნაწერი მასალები. ექსპედიციის წევრები დახმარებისა და თანამშრომლობისათვის განსაკუთრებულ მადლობას უხდიან: რეზო მიქაძეს, ინგა ჩორგოლაშვილს, დინარა გვაზავას, ნათელა მიგინეიშვილს, მოველი მაკალათიასა და ველოდი ნოდიას.

ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები ხმის ჩამწერი მოძრავი სტუდიით ანსამბლ „ჰარირას“ ჩასაწერად რამდენიმე თვეში ისევ გაემგზავრებიან აბაშაში.