დუშეთის სალოტბარო სკოლისა და წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეების ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
სალოტბარო სკოლის ბავშვები ლოტბარ გიორგი გორდელაძის ინიციატივით წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ესტუმრნენ. გიორგი გორდელაძე ამავდროულად მასპინძელ სკოლაშიც ასწავლის ხალხურ სიმღერას.
კონცერტი საქართველოს ფოლკლორის ცენტრისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
დუშეთის სალოტბარო სკოლა 2015 წელს დაარსდა, სადაც ამჟამად რეგენტ ლია სალაყაიასა და ლოტბარ გიორგი გორდელაძის ხელმძღვანელობით 14 ბავშვი ტრადიციულ სიმღერა-გალობას ეუფლება.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით,საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია უფასოდ შეისწავლოს ქართული ტრადიცილური სიმღერა და საეკლესიო გალობა