11 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა დედოფლისწყაროს ტრადიციული ხელსაქმის აღდგენის ცენტრი-სახელოსნოს - „ფესვების“ - ნამუშევართა გამოფენა. (ხელმძღვანელი ნინო ბახუტაშვილი). გამოიფინა ტრადიციული ორნამენტებით დამზადებული ინოვაციური ფორმის მაფრაშები, ხელჩანთები, ზურგჩანთები, სასუვენირე ნივთები და სხვა.
გამოფენა გაგრძელდება 13 დეკემბრამდე
