11 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება დედოფლისწყაროს ტრადიციული ხელსაქმის აღდგენის ცენტრი-სახელოსნოს - „ფესვების“ - ნამუშევართა გამოფენა. (ხელმძღვანელი ნინო ბახუტაშვილი).
ქართული დეკორატირულ-გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი დარგია საფეიქრო და ქსოვილთა მორთვის ხელოვნება. მატყლისაგან დამზადებულ ნაწარმს შორის ფარდაგს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფარდაგს, ქალის მზითვის აუცილებელ ატრიბუტს ან თვითონ გასათხოვარი ქალი ამზადებდა, ან დედა უქსოვდა.
ცენტრის სახელოსნოს წევრების დიდი დამსახურებაა ტრადიციული ხელსაქმის მოძიება-აღდგენა-გაცოცხლება. მათ მიერ ქიზიყური ტრადიციული ფარდაგის აღდგენის ცდა წარმატებით დაგვირგვინდა. ასევე მასალის - შალის, ნართის ღებვა - ბუნებრივი საღებავებით. საინტერესო და მიმზიდველია დედოფლისწყაროელ გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა მიერ ტრადიციული ორნამენტებით დამზადებული ინოვაციური ფორმის მაფრაშები, ხელჩანთები, ზურგჩანთები, სასუვენირე ნივთები და სხვ.
გამოფენა გაიხსნება 18.00 საათზე
გამოფენა გაგრძელდება 13 დეკემბრამდე
