afisha rr

,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის” საახალწლო გამოფენა

21 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის” საახალწლო გამოფენა. გამოიფინება ,,დანტეს ხელოვნების სკოლის“ მოსწავლეების ფერწერული, სკულპტურული და ხელოვნების სხვა დარგის ნამუშევრები.

სკოლის საქმიანობისა და პერსპექტივების შესახებ ისაუბრებენ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ პრეზიდენტი, პროფ. ნინო ცერცვაძე და ,,დანტეს“ ხელოვნების სკოლის დირექტორი ქ-ნი ნინო ოსიტაშვილი.
გამოფენაზე მოწვეულნი არიან იტალიის აკრედიტებული საელჩოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის, თბილისის სამხატვრო აკადემიის და სხვა კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები.
ღონისძიების საზეიმო ნაწილი გასტანს 3 საათს. გამოფენა მნახველებს უმასპინძლებს მხოლოდ 1 დღის განმავლობაში - 21 დეკემბერს.
გამოფენა გაიხსნება 19 საათზე.