36063196_2527270573965841_7892329249116258304_n

დანტეს ხელოვნების სკოლის გამოფენა

25 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის” ორგანიზებით, გაიხსნება ხელოვნების სკოლის - „დანტეს“ - მოსწავლეთა ფერწერისა და ძერწულობის წლიური შემაჯამებელი გამოფენა.

გამოფენის გახსნას დაესწრება იტალიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ელჩის მოადგილე - სტეფანო კრეშენცი. აგრეთვე: იტალიის საელჩოს, დიპლომატიურ კორპუსთა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), ევროპის კულტურულ ინსტიტუციათა საერთაშორისო ქსელის (EUNIC), საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ასოციაციების წარმომადგენლები.

გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 29 ივნისს