28 იანვარს 19:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის დალი ხაჭაპურიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა რომელიც ეძღვნება მხატვრის დაბადებიდან 75 წლისთავს.
გამოიფინება: ქვილთი, ბატიკა, ფერწერა და ქარგულობა – სულ 80-მდე ექსპონატი.
დალი ხაჭაპურიძემ, პროფესიით ქიმიკოსმა, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მოღვაწეობა საკმაოდ გვიან – 62 წლისამ დაიწყო. მიზანდასახულობითა და ხელსაქმის დიდი ცოდნით შექმნა საინტერესო და მნიშვნელოვანი ნიმუშები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში.
გამოფენა გაიხსნება 19.00 საათზე
გამოფენა გაგრძელდება 5 თებერვალამდე
