28 იანვარს 19:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა თვითნასწავლი მხატვრის დალი ხაჭაპურიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა რომელიც მიეძღვნა მხატვრის დაბადებიდან 75 წლისთავს.
გამოიფინა: ქვილთი, ბატიკა, ფერწერა და ქარგულობა – სულ 80-მდე ექსპონატი.
დალი ხაჭაპურიძემ, პროფესიით ქიმიკოსმა, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მოღვაწეობა საკმაოდ გვიან – 62 წლისამ დაიწყო. მიზანდასახულობითა და ხელსაქმის დიდი ცოდნით შექმნა საინტერესო და მნიშვნელოვანი ნიმუშები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში.
გამოფენა გაგრძელდება 5 თებერვლამდე
