30 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა მრავალმხრივი მოღვაწისა და დიდებული მამულიშვილის, გამოჩენილი ქართველი ქორეოგრაფის, საქართველოს სახალხო არტისტის, მკვლევრის, ინჟინერ-გამომგონებლისა და კონსტრუქტორის გიორგი სალუქვაძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია.
ავტორები: რეზო ჭანიშვილი და ოლეგ ალავიძე.
წიგნი გამოიცა ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელშეწყობით.
რედაქტორი - უჩა დვალიშვილი
რეცენზენდები: ფრიდონ სულაბერიძე და ომარ მხეიძე
გამოცემა ეძღვნება გიორგი სალუქვაძის 100 წლისთავს.
