პ2

გიორგი დონაძემ პრინსტონის უნივერსიტეტს ანთოლოგიის რვატომეული გადასცა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა და ანსამბლ „ბასიანის“ ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ანთოლოგიის რვატომეული და საგალობელი ,,შენ ხარ ვენახი“ (ნოტირებული მასალა და აუდიო ვერსიები) პრინსტონის უნივერსიტეტის გუნდის დირიჟორს გაბრიელ ქროუჩს გადასცა.

,,შენ ხარ ვენახი“ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, თბილისი კონსერსვატორიამ და ფოდმა ,,ქართულმა გალობამ“ 2018 წლის ფრანქფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოცეს. გალობის ანთოლოგიაში თავმოყრილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გამოცემულ თუ ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები.

გამოცემა ეძღვნება საქართველოს ავტოკეფალური, მართმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს. გამოცემები პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა.

პ1ფოლკლორის ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და პრინსტონის უნივერსიტეტის გუნდის დირიჟორი გაბრიელ ქროუჩი


ანსამბლმა პრინსტონის უნივერსიტეტში შეასრულა საგალობლები ანთოლოგიიდან და შენ ხარ ვენახის სხვადასხვა ვარიანტი. სტუდენტებს ,,ბასიანმა“ მასტერკლასი ჩაუტარა - შეასწავლა რამდენიმე საგალობელი და ქართული ხალხური სიმღერა.


ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა „ბასიანმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებში საშემოდგომო ტურნე მეოთხედ გამართა, რის ფარგლებშიც ნიუ იორკში - ლინკოლნ ცენტრში, ბერკლისა (კალიფორნია) და პრინსტონში კონცერტები და სემინარები გამართა.