Folk_Poster_29_09_2014_cir_PRINT_001

გია ცხადაიას პერსონალური გამოფენა

2 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ხატმწერისა და არქიტექტორის გია ცხადაიას პერსონალური გამოფენა. გამოიფინება ხატწერის 100-მდე უნიკალური ნიმუში და გრაფიკული ნამუშევრები.

გია ცხადაია, თბილისის სასულიერი აკადემიის ქრისტიანული ხელოვნებისა და ღვთისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, წლების განმავლობაში გამომცემლობა „პეგასის“ მხატვარი იყო. მისი პროექტებით აშენდა ტაბახმელასა და საგარეჯოში ღვთიმშობლის მიძინებისა და  წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიები. თბილისის ისტორიულ ნაწილში საფუძველი ჩაეყარა ფერისცვალების სახელობის ჯვარ-გუმბათოვან სამონასტრო კომპლექსს (ლ. ლოლაძესთან თანაავტორობით).

გია ცხადაია მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო: თბილისში, მილანში, ბრიუსელში, პარიზსა და ჰოლანდიის ქალაქებში. გია ცხადაიას დაწერილი ხატები დაბრძანებულია თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა ტაძარში, ხოლო გრაფიკული ნამუშევრები ინახება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში (ბელგია, საფრანგეთი, რუსეთი, ლიტვა, იტალია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი).

გია ცხადაია გარდაიცვალა 51 წლისა, 2011 წელს.

გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე

დაიხურება 17 ოქტომბერს