2017 წლის 4 ივლისს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ,,გალერეაში" გაიხსნა გია მარკოზაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოიფინა 30-მდე აბსტრაქტურლი ნამუშევარი.კომპოზიციები გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და სტილისტიკური თავისებურებებით. მაღალმხატვრული ნამუშევრები გაჯერებულია მსუყე და კოლორიტული ფერებით.
ნამუშევრების დათვალიერება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
გამოფენა გაგრძელდება 19 ივლისამდე
