Folk_Poster_10_12_2018

გვანცა ნიკურაძისა და მაკო გნოლიძის პერსონალური საახალწლო გამოფენა

10 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში  გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრების - გვანცა ნიკურაძისა და მაკო გნოლიძის პერსონალური საახალწლო გამოფენა. გამოიფინება ხელნაკეთი თოჯინები, აქსესუარები, დეკორაცია დაკოლაჟი.
გვანცა ნიკურაძე - პროფესიით იურისტი, თვითნასწავლი მეთოჯინე, 2016 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დეკორატორი. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ - თურქეთში, ტაილანდსა და საბერძნეთში. მისი თოჯინები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
მაკო გნოლიძე - პროფესიით ფიზიკოსი და  სოციოლოგ-ფსიქოლოგი. თოჯინების კეთება დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნიმუშები სახასიათოა, გამოირჩევა ორიგინალობით  და მრავალფეროვნებით.

გამოფენა გაიხსნება 17:00 საათზე
დაიხურება 15 დეკემბერს