12 სექტემბერს ფოკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა „ძველი და ახალი ფშავი“.
გამოიფინება ფშაური ტრადიციული ხალხური რეწვის ნიმუშები: ფარდაგი, ჯეჯიმი, ქისა, სამოსი, წინდა, ქალამანი, ხურჯინი, კერამიკული ჭურჭელი, ფშაური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები.
ასევე წარმოდგენილი იქნება თინა ნაყეური-დათაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. თინა ნაყეური აგრძელებს ფშაური რეწვის ტრადიციებს, იცავს ყველა კანონზომიერებას ორნამენტში, ფერსა და შესრულების ტექნიკაში.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
