9 ივლისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „ძველი და ახალი ხევსურეთი“.
გამოიფინა საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების (ხელმძღვანელი ელისო არაბული) ოსტატთა - ლია ანიაშვილის, ლეილა აბურჯანიას, ლუდა გელოვანის, ნელი ლომსაძის, მანანა ღრეულის, ზურაბ ბიჩინაურის და ლევან თეთრუაშვილის ნამუშევრები: ქალისა და მამაკაცის სამოსი, ხელნაკეთი აქსესუარები, ფარდაგი და იარაღი.
გამოფენა დაიხურება 12 ივლისს
