15

გამოფენა - ,,ძველი და ახალი ხევსურეთი"

17 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნა გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა ,,ძველი და ახალი ხევსურეთი".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დურმიშხან ძამუნაშვილის ოჯახის, ელისო არაბულის, ლია ანიაშვილის, ლუდა გელოვანის, თინათინ ნაყეურის, ლეილა აბურჯანიას, ნანული აზიკურის, ნელი ლომსაძეს, ეთერ გურგენიძის, მარიამ ლაპიცკის, მანანა ღრეულის, იზოლდა გაბიტაშვილის - ხევსურულ ნიმუშთა ნაირსახეობა, ასევე ძველი უნიკალური სამოსის ნიმუშები და ხევსურული ყოფისა და წეს-ჩვეულებებისათვის დამახასიათებელი ნივთები.
ხევსურეთი საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და გამოყენებითი ხელოვნების მრავალფეროვნების მხრივ.
ხევსურულ ყოფაში ოდითგანვე დიდი ადგილი ეჭირა ცხვარსა და მატყლს. მატყლისგან დამზადებულ მხატვრულ ქსოვილთა შორის კი ხევსურულ სამოსს თავის კოლორიტით, ფერთა თავშეკავებული გამითა და განსაკუთრებული ორნამეტული წყობით.

ნამუშევრების დათვალიერება შეუძლია ნებისმიერ მსურველს
გამოფენა გაგრძელდება 24 მაისამდე