14 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ლილი მურთაზაშვილის პერსონალური გამოფენა: „ძველი და ახალი თუშეთი".
გამოიფინა თუშურ ფარდაგთა ნაირსახეობა, ასევე თუშური ყოფისა და წეს-ჩვეულებებისათვის დამახასიათებელი ნივთები: სადღვებელი, თუჯის ქვაბები, თუნგები, ხონჩები, ღვინის ჭურჭელი, მწყემსის აღჭურვილობა და სხვა.            
 
 
        
        