12 სექტემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა მხატვარ-ექსპერიმენტატორის - ლილი პირველის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერა და ხელნაკეთი ნივთები. ლილი პირველი ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში. მისი რამდენიმე ფერწერული ტილო ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციაში.
გამოფენა დაიხურება 17 სექტემბერს