Folk_Poster_09_2018_PRINT

გამოფენა ,,ჩემი საქართველო - სიყვარულის ადგილი"

12 სექტემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება მხატვარ-ექსპერიმენტატორის - ლილი პირველის ნამუშვრების პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერა და ხელნაკეთი ნივთები. ლილი პირველის რამდენიმე ფერწერული ტილო ინახება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციაში. ლილი პირველის ნამუშევრებში დომინირებს ყვავილი ყაყაჩო, რომელსაც ავტორის აზრით, სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს, ყაყაჩო გამოხატავს ვნებიან სიყვარულს და ახალგაზრდობას, ის არის სევდისა და მოგონებების სიმბოლოც.

გამოფენა გაიხსნება 17:00 საათზე
დაიხურება 17 სექტემბერს