22 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება პროფესიონალ მხატვართა გამოფენა - შემოდგომა 2018.
გამოიფინება სამოცდაექვსი მხატვრის თითო ფერწერული ტილო თუ გრაფიკული ნიმუში.
გამოფენაში მონაწილე ზოგიერთი მხატვრის სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს, რაც დიდ სტიმულია ახალგაზრდა მხატვრებისათვის.
ექსპოზიცია, რომელმაც გააერთიანა მხატვართა უფროსი და ახალგაზრდა თაობა, სიახლისა და მხატვრული თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ექსპოზიცია გამოირჩევა უჩვეულო ფერთა გამით, მაღალმხატვრულობით, პროფესიონალიზმითა და სტილური თავისებურებით.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 26 ოქტომბერს