ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში 2 დეკემბერს, გაიხსნა გამოფენა ,,შემოდგომა 2016".
გამოიფინა სხვადასხვა ეროვნების, 72 პროფესიონალი მხატვრის ნამუშევრები. სპეციალურად ამ გამოფენისათვის შეიქმნა კატალოგი, რომელიც გვამცნობს ძველი და ახალი თაობის ბოლო წლებში შესრულებულ ნამუშევრებს, რაც გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის სახვითი ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვრებზე.