ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში 2 დეკემბერს, 19 საათზე გაიხსნება გამოფენა ,,შემოდგომა 2016".
გამოიფინება სხვადასხვა ეროვნების, 72 პროფესიონალი მხატვრის ნამუშევრები. სპეციალურად ამ გამოფენისათვის შეიქმნა კატალოგი, რომელიც გვაცნობს ძველი და ახალი თაობის ბოლო წლებში შესრულებულ ნამუშევრებს, რაც გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის სახვითი ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას საქართველოში და საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვრებზე.
გამოფენა გაგრძელდება 9 დეკემბრამდე