2017 წლის 11 ოქტომბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა ,,შემოდგომა 2017" .
გამოფენა, რომელიც აერთიანებს უფროს და ახალგაზრდა მხატვრებს, მხატვრული თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 65 ავტორის 65 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება). მათ შორის მონაწილეობენ საყოველთაოდ ცნობილი მხატვრები, რომელთა სახელები გასცდა საქართველოს ფარგლებს; ეს კი - დიდ სტიმულს აძლევს ახალგაზრდა მხატვრებს.
ექსპოზიცია გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, პროფესიონალიზმითა და სტილისტური თავისებურებებით.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
