19024863_1925527257663020_4423569391414390484_o

გამოფენა ფოლკლორის ცენტრში | სკოლა-პანსიონი

9 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნა საპატრიარქოს ,,წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სკოლა-პანსიონის" მოწაფეთა ნამუშევრების გამოფენა - ფერწერა, ხატწერა, ტიხრული მინანქარი, ტანსაცმლის მოდელირება, ხის მხატვრული დამუშავება. დღეისათვის სკოლა-პანსიონში სწავლობს 500-მდე მოსწავლე, თბილისიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, ჰერეთიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სკოლა პანსიონი ერთადერთია საქართველოში, რომელშიც სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით გაერთიანებული მუსულმანი და ქრისტიანი ქართველები ერთად ცხოვრობენ, სწავლობენ, ეუფლებიან მუსიკასა და ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას, აგრძელებენ მამა-პაპათა ტრადიციებს. სკოლა-პანსიონი დაფუძნდა 2009 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა კურთხევითა და ხელისუფლების მხარდაჭერით. გამოფენა გაგრძელდება 15 ივნისამდე