7

გამოფენა - ფიროსმანი 100

15 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ,,გალერეაში" გაიხსნა ნიკო ფიროსმანის 100-წლისთავისა და ასოციაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა. გამოფენის ინიციატორია ნიკო ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია, ორგანიზატორი და მხარდამჭერი - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. გამოფენაზე წარმოდგენილია ასოციაციის წევრი ოცდაორი მხატვრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ასამდე ნიმუში - სხვადასხვა მეთოდით (ჭედურობა, ფილიგრანი) შესრულებული საიუველირო ნაკეთობები.

გამოფენა დაიხურება 21 მაისს