Folk_Poster_24_05_2018_PRINT

გამოფენა - ფერთა პალიტრა

2018 წლის 24 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოდის სახლი ,,მარიგოლდი" გამოფენს თავის ახალ კოლექციას - ,,თავადური".
გამოიფინება „მარიგოლდის“ მიერ საქართველოს კუთხეების მიხედვით შექმნილი ქართული გათანამედროვებული სამოსი.
მოდის სახლი „მარიგოლდი" დაარსდა 2008 წელს. მისი ხელწერა მეტად მრავალსახოვანი და განსხვავებულია: სამოსის სინაზე, დახვეწილი აქსესუარები, ქსოვილის სიმსუბუქე, თანამედროვე სილუეტები, ძველისა და ახლის კლასიკური შერწყმა. ამდენად, სავსებით დამაჯერებელია კომპანიის სლოგანი: „ჩვენთვის ეს ხელოვნებაა“.
კომპანიის მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს უცხოეთში ქართულ სამოსს. ,,მარიგოლდი" აღიარებული ქართული ბრენდია, მრავალი ჯილდოს და ტიტულის მფლობელი, არაერთი საერთაშორისო გამოფენის მონაწილე.
გამოფენა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.

გამოფენა გაიხსნება 19 საათზე

დაიხურება 27 მაისს