4

გამოფენა ,,ტრადიციები"

21 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა ,,ტრადიციები" - შუახევის ეთნოგრაფია (აჭარა). გამოიფინა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოძიებული 150-მდე ექსპონატი.
სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ოდითგანვე გამოირჩეოდა სამეურნეო საქმიანობით და ხალხური მხატვრული ხელოსნობით: ფეიქრობა, მეთუნეობა, ლითონის, ქვისა და ხის დამუშავება, იარაღი-ინვენტარი, აგრალური მეურნეობა, მეხილეობა, მიწათმოქმედება, მევენახეობა.

სპეციალურად ამ გამოფენისთვის შუახევიდან ჩამოვიდა ფოლკლორული ანსამბლი ,,შუახევი", რომელმაც შეასრულა აჭარული ხალხური სიმღერები და ცეკვები.


გამოფენა გაგრძელდება 27 ივნისამდე.