afisha metali (1)

გამოფენა - ტრადიციების გაგრძელება, მეტალის მხატვრული დამუშავება

2017 წლის 26 იანვარს   საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება მალხაზ ბარბაქაძის,  დავით მონოვარდისაშვილის,  ერეკლე წულაძის,  დავით  ბაშარულის,  ზეზვა საღლიანის,  თამარ ბახტაძის ნამუშევრების გამოფენა. გამოიფინება  150-მდე განსხვავებული ჟანრისა და თემატიკის ექსპონატი ლითონ-პლასტიკის მიმართულებით.
ლითონის მხატვრული დამუშავების ერთ-ერთ  უძველესი ხერხი ლითონის პლასტიკური დეკორაციაა.  ჭედურ ხელოვნებაში  პრიორიტეტი ოდითგანვე მამაკაცებს ეკუთვნოდა, რადგან ლითონის დამუშავება  დიდ ძალისხმევას, ტიტანურ შრომასა და ენერგიას მოითხოვდა.

თითოეული ავტორი გამოირჩევა საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით.

გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 9 თებერვალს