25 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ტრადიციების გაცოცხლება".
გამოიფინა სხვადასხვა პროფესიის ავტორთა - გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა - ნამუშევრები: თეიმურაზ ჯალაღანიას (მუსიკოსი) - ხანჯლები,ხმლები, დამბაჩები, ფარები, ჯაჭვის პერანგები, ჩაჩქანები; დავით ჩალათაშვილის (მსახიობი) და ბექა ჭახელიძის (მთარგმნელი) ტყავის მხატვრული დამუშავების ნიმუშები.
