2017 წლის 21 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა ,,ტრადიციები" - შუახევის ეთნოგრაფია (აჭარა).
სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ოდითგანვე გამოირჩეოდა სამეურნეო საქმიანობით და ხალხური მხატვრული ხელოსნობით: ფეიქრობა, მეთუნეობა, ლითონის, ქვისა და ხის დამუშავება, იარაღი-ინვენტარი, აგრალური მეურნეობა, მეხილეობა, მიწათმოქმედება, მევენახეობა.
გამოიფინება შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოძიებული 150-მდე ექსპონატი.
ფოლკლორული ანსამბლი ,,შუახევი" შეასრულებს აჭარულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს.
დასაწყისი 19:00 საათზე
გამოფენა დაიხურება 27 ივნისს
