26 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „სამოსელი პირველი".
„გალერეაში"  ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სამოსელთან ერთად  გამოიფინა აქსესუარები: ჩოხის მასრები, ხანჯლები და სატევრები, ქალისა და მამაკაცის სარტყლები, საფულეები, ქისები, ქალისა და მამაკაცის სამოსის შესატყვისი ფეხსაცმელი, ჩექმა და სხვა.            
 
 
        
        