Folk_Poster_150324_001

გამოფენა - სამოსელი პირველი

26 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა - „სამოსელი პირველი".

„გალერეაში"  ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სამოსელთან ერთად  გამოიფინება აქსესუარები: ჩოხის მასრები, ხანჯლები და სატევრები, ქალისა და მამაკაცის სარტყლები, საფულეები, ქისები, ქალისა და მამაკაცის სამოსის შესატყვისი ფეხსაცმელი, ჩექმა და სხვა.

ექსპოზიცია ამავე დარბაზში წინა თვეში მოწყობილი გამოფენის გაგრძელებაა - „ძველი ტრადიციული სამოსი" და გვიჩვენებს, როგორ აისახება და როგორ ხდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსის ტრანსფორმაცია თანამედროვეობაში.

ექსპოზიცია გაიმართება მაღაზია - სალონი „სამოსელი პირველის " ხელშეწყობით. წლების განმავლობაში, კომპანიამ მოიძია საქართველოს კუთხეებში, მუზეუმებსა და საცავებში, კერძო კოლექციებში დაცული სამოსი, სამკაულები და სამშვენისები, ფოტოები და წერილობითი წყაროები. ასევე ტრადიციული ქსოვილების, სამკაულებისა და სამშვენისების დამზადების ოსტატები, გაიზიარა და გააცოცხლა მათი გამოცდილება.

გამოფენა გაიხსნება 26 მარტს 19:00 საათზე

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

დავით აღმაშენებლის 68,