23 თებერვალს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენი დარბაზში გაიხსნება ვენდო წურწუმიას და ომარ ხუბულურის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
გამოიფინება: ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრები, ლურჯი სუფრის ორნამენტებითა და ნახატებით შემკული კერამიკული ნაწარმი და ტიხრული მინანქარის ნიმუშები.
ლურჯი სუფრის ნახატისა და ტექნიკის შესწავლა-აღდგენაზე ვენდო წურწუმია წლების განმავლობაში მუშაობდა.
ლურჯი სუფრის მასალად, ძირითადად, სელისა და ბამბის ქსოვილს იყენებდნენ. ფონი ბაციდან მუქ ლურჯამდე აღმოსავლეთიდან შემოტანილი ინდიგოთი იღებებოდა.
სუფრის ძირითადი დეკორაციული მოტივებია: მანები,ჯვრები,ირმები,ლომები,თევზები,ჩიტები,ქართულკაბიანი და ჩოხაახალუხიანი ქალ-ვაჟნი.
ლურჯი სუფრა ქართულ ადათ-წესებსა და ტრადიციებს ინახავს. მისი იშვიათი ნიმუშები მუზეუმებშია შემორჩენილი. საბედნიეროდ, დღეს ლურჯი სუფრის ტრადიცია თანდათან ცოცხლდება და ისევ ვხვდებით ქართულ ოჯახებში.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
