10487587_1507426212806462_2864201916188256129_n

გამოფენა - „თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება“

26 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის „გალერეაში“  გაიხსნება ქეთევან შარაბიძის, ირინა ჯანელიძისა და ნანა მეტივიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა: „თანამედროვე დეკორატიული ხელოვნება“.
სამივე ავტორი არაპროფესიონალი მხატვარია - პოპ-არტის მიმდევარი (დაამთავრეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი მექანიკის ფაკულტეტი). მხატვრთა მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი 150-მდე ექსპონატიც შექმნილია თანამედროვე ინტერპრეტაციით:  ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა და შექმნილია შემოქმედის, მხატვრის, ხელოვანის მიერ.
პოპ-არტი, როგორც პოპულარული - ვიზუალური - ხელოვნების მიმდინარეობა,  წარმოიშვა ბრიტანეთში, გასული საუკუნის 50-იან წლებში და სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. პოპ-არტის საბჭოთა ანალოგი იყო სოც-არტი.
პოპ-არტის მიმდევართა დევიზი იყო და არის: „ხელოვნების ნიმუში ყველასათვის“.  ამიტომაც ექსპონატები შექმნილია გაზეთებიდან, ჟურნალებიდან, სარეკლამო ეტიკედებიდან ამოჭრილი გამოსახულებებით, შეწებებულია  სხვადასხვა ნივთი და შექმნილია კოლაჟი.


დასაწყისი 19:00 საათზე
გამოფენა 7 ივლისს დაიხურება