20 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერის ნინო არევაძის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით - „ვარიაციები თემაზე ძველი თბილისი“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ავეჯისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ნამუშევრები შექმნილია ძველი თბილისის არქიტექტურის, კერძოდ კი - ხეში ნაკვეთი ორნამენტული დეტალებისა და სადარბაზოების ფერწერული შემკულობის შთაგონებით. ნამუშევრები ძირითადად ხეშია შესრულებული ხოლო რამდენიმე სინი და ზარდახშა ხელითაა მოხატული.
გამოფენა გაგრძელდება 27 ოქტომბრამდე.
