ოთხი ათეული წლის განმავლობაში, ეს იყო პირველი გაზაფხული და პირველი გამოფენა, რომლის გახსნას ვერ დაესწრო ამ გამოფენათა ინიციატორი და სულისჩამდგმელი, ცნობილი მხატვარი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ცისანა მარინდაშვილი.
მხატვრებმა ექსპოზიცია ერთსულოვნად მიუძღვნეს ქალბატონი ცისანა მარინდაშვილის ნათელ ხსოვნას. ეს იყო ყველაზე სევდიანი, ყველაზე ცრემლიანი გამოფენა ფოლკლორის ცენტრის ისტორიაში.
გამოფენა დაიხურება 4 მაისს